რა არის საჯარო ინფორმაცია
რა არის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ცხოვრებაში? ალბათ ამ სტატიის მკითხვეთა აბსოლუტური უმრავლესობა იტყვის,
რომ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა.
სამწუხაროდ, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის მარტივი და ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ ჭკვიანი და წინდახედული ადამიანები ყველაზე სწორ და გონივრულ არჩევანს იღებენ, როდესაც ჯანმრთელობას აზღვევენ. ჯანმრთელობის დაზღვევის სიკეთეებსა და მნიშვნელობაზე აქ აღარ ვისაუბრებ. მაგრამ თქვენი, მკითხველის ყურადღება ერთ მნიშვნელოვან თემაზე მინდა შევაჩერო.
ბევრს გონია, რომ თუ ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა აქვს, ეს ნიშნავს რომ ყოველთვის, ნებისმიერი ღირებულების, ყველა სამედიცინო სერვისი უნდა აუნაზღაურდეს ან დაეფაროს. ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის. დაზღვევაში არსებობს ასეთი ტრემინი - "გამონაკლისი", რაც ნიშნავს იმ სამედიცინო ჩვენებას, რომელიც არ იფარება ან ანაზღაურდება დაზღვევით. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანი კონკრეტული სამედიცინო ჩვენებისთვის ეზღვევა და ამ დროს მისი სადაზღვევო პოლისი მას არ ფარავს, რაც მის, კარგ შემთხვევაში, გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ უსიამოვნო მოულოდნელობებისა და გაუგებრობებისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა გამონაკლისებს მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევა და რატომ.
ზოგადად, ყველა სადაზღვევო კომპანიის პოლისებში გამონაკლისები თითქმის ერთნაირია, ამიტომ ქვემოთ მოგაწვდით ინფორმაციას იმ 7 გამონაკლისის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სანამ ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიის დაზღვევას შეიძენთ:
დაზღვევამდე არსებული დაავადებები - სადაზღვევო კომპანიების შეთავაზბებში, რეკლამებში, ხშირად მოისმენთ, რომ ესა თუ ის პოლისი ფარავს პირობითად, სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ხარჯებს.
დიახ, ეს ასეც იქნება, მაგრამ იმ პირობით თუ სიმსივნის დიაგნოზი დაზღვევის შემდეგ დაისვა. დარწმუნებული ვარ, ბევრი იტყვის, სიმსივნე რომ მაქვს მაგიტომ მინდა დაზღვევა, ჯანმრთელი რატომ დავეზღვევიო...
რა არის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ცხოვრებაში? ალბათ ამ სტატიის მკითხვეთა აბსოლუტური უმრავლესობა.