ვის შეუძლია მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია?
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში დაცული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. ყველას აქვს უფლება გაეცნოს ინფორმაციას დედანში, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივსა და მიზანზე მითითება აუცილებელი არ არის.