შეხვედრა გარდაბანში მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში
მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გარდაბანში ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შეხვდნენ. პანელური დისკუსიის ფორმატში, სამსახურის წარმომადგენელმა ნინო ჩხარტიშვილმა ისაუბრა თემაზე - “როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლება, ვის მიმართოს და რა ფორმით”. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ასევე, სამსახურის წარმომადგენელმა მერი მაღლაფერიძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - “მომხმარებლის მომართვიანობის ანალიტიკა სადაზღვევო პროდუქტების მიხედვით”. პრეზენტაციის ფარგლებში განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა მომხმარებლის უფლებები, დაზღვევის უპირატესობა და ფინანსური განათლების მნიშვნელობა.
შეხვედრები საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
