სიახლეები

მთავარი > სიახლეები
06.05.2023

საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია თბილისში

თბილისში, საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია გაიმართა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მიერ გამართული ღონისძიება საერთაშორისო მედია სააგენტო XPRIMM-ის ეგიდით და მონაწილეობით,რესპუბლიკაში, 4-5 მაისს ჩატარდა. ორგანიზაცია სპეციალიზირებულია დაზღვევა/გადაზღვევის, დაზღვევის საშუამავლო საქმიანობისა და კერძო საპენსიო დაზღვევის საკითხებზე.

 

კონფერენცია გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა. შეხვედრაზე უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა განხილეს ადგილობრივი სადაზღვევო ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი, საკითხები ადგილობრივი ბაზრის გამოწვევები და სამომავლო გეგმები, როგორიცაა გადახდისუნარიანობა 2-ის სარეგულაციო ჩარჩო და მისი დანერგვის ეტაპები და გამოწვევები.

 

ასევე, შეხვედრაზე იმსჯელე ავტომობილის მფლობელთა მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დანერგვის საკითხზე, განიხილეს მისი განხორციელების აუცილებლობა და მოცემულთან დაკავშირებულ გამოწვევებ.

 

ღონისძიებას, გარდა უცხოელი წარმომადგენლებისა, დაესწრნენ საქართველოს სადაზღვევო კომპანიების, სადაზღვევო ბროკერების, საჯარო უწყებების, ფინანსური ინსტიტუტებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლები.