პანელური დისკუსია მომხმარებელთა დაცვა ონლაინ ბაზრებზე: გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა და ინფორმირებული არჩევანი
19 ნოემბერს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მეოთხე პანელური დისკუსია გაიმართა, რომელიც დაეთმო ონლაინ ბაზრებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის აქტუალურ საკითხებს, ციფრულ გარემოში გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას, ასევე მომხმარებელთა ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობის თანამედროვე მიდგომებს.
დისკუსიაზე მომხსენებელთა შორის იყო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი კესარია აფხაზავა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ამათი ამაროვმა; იურიდიული ფირმა Legelata-ს პარტნიორმა, ანტიმონოპოლიური სამართლის ექსპერტმა არტურ ბუდურიანმა; იურისტმა და ასოცირებულმა პროფესორმა, საქართველოში სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის პრეზიდენტმა თამარ კერძაიამ და არასამთავრობო ორგანიზაცია - მომხმარებელთა უფლებების დაცვის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მხეიძემ.
დისკუსიას მოდერაცია გაუწია UNCTAD-ის გაერთიანებული ერების ვაჭრობისა და განვითარების მიმართულების იურისტმა ანა კანდიდა მუნის სიპრიანომ.
