სიახლეები

მთავარი > სიახლეები
15.03.2025

მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, . ბათუმში, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის დახურვის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე  სიტყვით გამოვიდნენ - ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე; საქართველოს პარლამენტის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე; დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი; კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე და სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია

10-15 მარტს, მომხმარებლის კვირეულის ფარგლებში, საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები გაიმართა - თბილისში, ახალქალაქში, ზუგდიდში და ბათუმში, რომელშიც მონაწილეობდნენმარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები, პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის  წევრები. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს ყრუთა კავშირის და უსინათლოთა კავშირის წევრები, ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

პანელური დისკუსიის ფორმატში, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ექვსი მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელმა, კითხვა-პასუხის რეჟიმში, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით დეტალურად განიხილა - როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, ვის უნდა მიმართოს დარღვევის შემთხვევაში და რა ფორმით.