სიახლეები

მთავარი > სიახლეები
28.03.2025

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ეკატერინე წერეთელმა პარლამენტში ანგარიში წარადგინა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის(ISSSG) უფროსის მოადგილემ, ეკატერინე წერეთელმა საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზემომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით  ანგარიში წარადგინა.

ეკატერინე წერეთელმა სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით დაზღვევის სექტორში არსებულ სისტემაზესამსახურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე/გატარებულ სამუშაოებზე. ასევე, დამდგარ შედეგებზე, მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად გაცემულ რეკომენდაციებზე და მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

მისი განცხადებით, საქართველოში მოქმედებს 19 სადაზღვევო კომპანია, 24 დაზღვევის ბროკერი და 3 ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემა. „ჩვენი სამსახურის ძირითადი მიზანია სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება და მომხმარებელთა უფლებების ეფექტიანი დაცვა. შესაბამისად, სამსახური მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ზედამხედველობას უწევს, როგორც  მზღვეველს, ასევე დაზღვევის შუამავალს და საპენსიო სქემის დამფუძნებელს.

სამსახურში წარდგენილი მომხმარებელთა განცხადებები წლიდან-წლამდე მზარდია და  უმეტესად უკავშირდება სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარს, ან ასანაზღაურებელი თანხის ოდენობასსტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2024 წელს, სამსახურმა დაასრულა საქმისწარმოება 179 განცხადებაზე. ჩატარდა 191 (ყოველთვიური) მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ ანგარიშგების რევიზია, 2 ადგილზე ინსპექტირება. მომხმარებლების განცხადებების განხილვის ფარგლებში, გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის დარღვევები და მათი სერიოზულობისა და დარღვევის სიმძიმის ხარისხის მიხედვით განხორციელდა შესაბამისი სახის სანქციების (მათ შორის ფულადი ჯარიმების) გამოყენება“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე წერეთელმა.

ISSSG-ის უფროსის მოადგილის განცხადებით, სამსახურის მიერ დანერგილია მზღვეველების მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების, მზღვეველში წარდგენილ მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ სამსახურის წინაშე ანგარიშგების სისტემა, რომელიც ყოველთვიურ რეჟიმში ხორციელდება. „სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში ამუშავებს განმცხადებლის ან/და სხვა მომხმარებლის მიერ მოწოდებულ  ინფორმაციას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ძირითადი მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტიმზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, რომელიც მზღვეველის მიერ მომხმარებლისათვის სადაზღვევო მომსახურების გაწევის დროს სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდების საკითხებს არეგულირებს და ემსახურება სადაზღვევო სექტორში სამომხმარებლო   ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დაცვას,“ - განაცხადა ეკატერინე წერეთელმა.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა, უკანასკნელ პერიოდებში სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე, რომელთა შორის აღსანიშნავია  რეკომენდაციასამოგზაურო დაზღვევის სახეობაში მზღვეველის ან/და დაზღვევის შუამავლის მიერ მომხმარებლის ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციის და აღმოფხვრის შესახებ”  “დავალიანებასთან და დაზღვევის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების სპეციალური მოთხოვნები”, “სამოგზაურო დაზღვევის მინიმალური მოთხოვნების ცვლილებასთან დაკავშირებული სტანდარტი“ “ზიანის დაზღვევისას, უხეში გაუფრთხილებლობის საფუძვლით სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, მომხმარებლის ინფორმირებულობის შესახებრეკომენდაცია.

ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წელს  მიღებულ ახალნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებსაქართველოს კანონს და მის საფუძველზე სამსახურის მიერ გამოცემულ მომხმარებელთა უფლებების საკითხების მარეგლამენტირებელ 2 კანონქვემდებარე  ნორმატიულ აქტს, რომელიც მოცემულ საკითხს ახლებურად დაარეგულირეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგულირების მიმართულებით სამსახურის საერთაშორისო ჩართულობაზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, 2024 წელს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტი -   სამსახურის განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს 2025–2029 წწ. დოკუმენტში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად  განსაზღვრულია მომხმარებლის უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების მხარდაჭერა,“ - განაცხადა ეკატერინე წერეთელმა  საკომიტეტო მოსმენაზე. აღინიშნა მოცემული მიმართულებით  მუშაობის შემდგომი გაგრძელების მნიშვნელობა საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების აუცილებლობის მიზნით.

საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.