10.02.2026
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები რუსთავში მოსწავლეებს შეხვდნენ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში 10 თებერვალს, შეხვედრა გამართეს რუსთავში, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. საგანმანათლებლო შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა დაზღვევის მნიშვნელობა, დაზღვევის სახეები, ტიპები, დაზღვევის როლი და უპირატესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ასევე, შეხვედრაზე სამსახურის წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებსა და მის უფლებამოსილებებზე.
მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები. შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერების ამაღლებას.
