დავით ონოფრიშვილი კონკურენციის პრინციპების დანერგვაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს
თბილისში გამართული კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, ჯილდოები გადასცეს სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და სფეროს წარმომადგენლებს, კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემის განვითარებაში, უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. მათ შორის, კონკურენციის პრინციპების დანერგვაში შეტანილი წვლილისა და სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი.
დაჯილდოების ცერემონიალზე აღინიშნა, როგორც ინსტიტუციური პარტნიორობის მნიშვნელობა, ასევე იმ ადამიანების პროფესიული საქმიანობა და მრავალწლიანი ღვაწლი, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოში ამ სფეროების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
ორდღიან კონფერენციას 370 დელეგატი ესწრებოდა, მათ შორის, 22 ქვეყნის 42 საერთაშორისო მონაწილე. კონფერენციაში მონაწილეობდნენ კონკურენციისა და სექტორული მარეგულირებელი უწყებების, საჯარო ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
კონფერენციამ კვლავ შექმნა შესაძლებლობა, მონაწილეებს გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, განეხილათ საერთო გამოწვევები და დაესახათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ღონისძიების მასშტაბი და მასში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მონაწილეობა საქართველოს, როგორც კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის აქტიური მონაწილე ქვეყნის როლს კიდევ უფრო აძლიერებს.
ღონისძიება საქართველოს GCCA • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო-ს, საქართველოს ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისია | Communications Commission-ის, სემეკი-სა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური • ISSSG-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. ხუთი უწყების კოორდინირებული მუშაობა საქართველოში კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე ინსტიტუციური თანამშრომლობის მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენს.
