დავით ონოფრიშვილი გერმანიაში ევროპის დაზღვევისა და პროფესიული საპენსიო სამსახურის (EIOPA) აღმოსავლეთ თანამშრომლობის კონფერენციას დაესწრო
10 სექტემბერს გერმანიაში, ფრანკფურტში ევროპის დაზღვევისა და პროფესიული საპენსიო სამსახურის (EIOPA) ორგანიზატორობით, ევროკავშირის რისკებზე დაფუძნებული სადაზღვევო კანონმდებლობის ადაპტირების ან დანერგვის ინტერესის მქონე აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის ტერიტორიაზე არაევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის (non-EEA) იურისდიქციებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ჩატარდა კონფერენცია, სადაც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბატონი დავით ონოფრიშვილი ორგანიზაციის მიერ მიწვეულ იქნა შეხვედრაზე დასასწრებად.
კონფერენცია ფოკუსირებული იყო რეგულირებისა და საზედამხედველო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაზიარებაზე, სადაც განიხილეს ევროპის სადაზღვევო ბაზარზე მდგრადობის საკითხები და რეგიონებს შორის ინფლაციის გავლენა. კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში განხილულ იქნა სხვადასხვა თემები, კერძოდ: კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფები, რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობა და ცვალებად გარემოში მისი კონტროლი, ასევე გადახდისუნარიანობა II-ის გარშემო არსებული სიახლეები.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ონოფრიშვილმა შეხვედრები გამართა გერმანიაში EIOPA-ს თავმჯდომარესთან პეტრა ჰილკემასთან, ავსტრიის საფინანსო ბაზრის საზედამხედველო უწყების (FMA) დაზღვევისა და საპენსიო ზედამხედველობის მიმართულებით, მმართველ დირექტორთან პეტერ ბრაუმულერთან და ხორვატიის ფინანსური მომსახურების სამეთვალყურეო სააგენტოს საბჭოს პრეზიდენტთან დოქტორ ანტე ზიგმანთან.
აღნიშნული შეხვედრები მიმართულია საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ზედამხედველობისა და მარეგულირებელი სტანდარტების გაუმჯობესების და მათი საქართველოში დანერგვის ძალისხმევისკენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის EIOPA ინიციატივებისა და პოლიტიკის შესახებ, გთხოვთ ეწვიოთ EIOPA ვებგვერდს.