სიახლეები

მთავარი > სიახლეები
27.03.2025

დავით ონოფრიშვილი დელეგაციასთან ერთად ავსტრიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (ISSSG) უფროსი, დავით ონოფრიშვილი დელეგაციასთან ერთად, ავსტრიის საფინანსო ბაზრის საზედამხედველო უწყების (FMA) მიწვევით, ვენაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

24-27 მარტს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, გაფართოებული სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მონაწილეები ეცნობიან  - საზედამხედველო ორგანოს მიდგომებს და  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. სადაზღვევო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს, შედეგებს და არსებულ გამოწვევებს. მათ შორის, ადგილზე შემოწმების ასპექტებს,  საზედამხედველო ანგარიშების წარდგენისა და დამუშავების მეთოდებს, ბაზრის ზედამხედველობის და განცხადებების განხილვის მიმართულებით დადგენილ სტანდარტებს, საკანონმდებლო რეგულირების ტენდენციებს და ა.შ.