დავით ონოფრიშვილი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად 5 წლის ვადით დაინიშნა
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინების საფუძველზე, მთავრობის განკარგულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად 2024 წლის 12 თებერვლიდან, 5 წლის ვადით დავით ონოფრიშვილი დაინიშნა.
დავით ონოფრიშვილი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს 2019 წლის 8 თებერვლიდან ხელმძღვანელობს. 2012 - 2016 წწ იყო საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ენერგეტიკის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარე. საქართველოს პარლამენტის აშშ-ის კონგრესთან მეგობრობის ჯგუფის წევრი.
2004 - 2005 წლებში იყო შპს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი.