სიახლეები

მთავარი > სიახლეები
11.03.2024

დავით ონოფრიშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

11 მარტს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა. მესამე წელია, რაც სადაზღვევო სფერო კვირეულის ფორმატში აღნიშნავს მომხმარებლის უფლებების დაცვის დღეს. 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა. დავით ონოფრიშვილმა  სამსახურის მიერ, 2023 წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე, შედეგებზე და მიმდინარე გამოწვევებზე ისაუბრა. სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გამახვილა მომხმარებელთა   ინფორმირების   ეფექტურ  კამპანიებსა  და  საერთაშორისო გამოცდილებებზე.

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველომ მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროს გაძლიერების ვალდებულება იკისრა. 2022 წელს, საქართველოს პარლამენტმამომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებკანონი დაამტკიცა.2023 წელს, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული რეკომენდაციებისა და პრაქტიკაში გამოკვეთილი რიგი დეტალების დაზუსტების მიზნით, კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან.  აღსანიშნავია, რომ დაზღვევის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მარეგულირებელ ნორმები ძირითად ნაწილში შესაბამისაობაში იყო 2022 წელს ამოქმედებული კანონის მოთხოვნებთან.

მომხმარებლის უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან შეხვედრები დაგეგმილია 12 მარტს გურჯაანში, 14 მარტს ქუთაისში, ხოლო 15 მარტს - მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს - ბათუმში. 11-15 მარტს დაგეგმილი კვირეულის მიზანია, მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.