მომხმარებელის გვერდი

მთავარი > მომხმარებელის გვერდი > სად და როგორ უნდა წარვადგინოთ პრეტენზია
სად და როგორ უნდა წარვადგინოთ პრეტენზია

მზღვეველის სადაზღვევო მომსახურებით ან რომელიმე სადაზღვევო პროდუქტით უკმაყოფილების შემთხვევაში, ასევე, თუ არ ეთანხმებით გადაწყვეტილებას სადაზღვევო ანაზღაურების თაობაზე, თქვენ უფლება გაქვთ წარუდგინოთ მზღვეველს პრეტენზია ზეპირი, წერილობითი, ან ელექტრონული ფორმით. თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში მზღვეველი ვალდებულია მოგაწოდოთ საპრეტენზიო განცხადების სტადნარტული მატერიალური ან ელექტრონული ფორმა.

მზღვეველის სპეციალური სტრუქტურული ერთეული ვალდებულია განიხილოს პრეტენზია გონივრულ ვადაში და გაცნობოთ შედეგები „მომხმარებელთა პრეტენზიების მიღებისა და განხილვის პროცედურის“ შესაბამისად.

მზღვეველის „მომხმარებელთა პრეტენზიების მიღებისა და განხილვის პროცედურა“ ხელმისაწვდომია მის ვებ. გვერდზე. პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადა შეადგენს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს, თუმცა პროცედურა შესაძლოა ითვალისწინებდეს განხილვის შემჭიდროვებულ ვადას.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ მიგიღიათ პასუხი თქვენს პრეტენზიაზე ან უკმაყოფილო ხართ მზღვეველის მხრიდან რეაგირებით, შეგიძლიათ წერილობითი განცხადებით მიმართოთ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.