მომხმარებელის გვერდი

მთავარი > მომხმარებელის გვერდი > რა არის დაზღვევა
რა არის დაზღვევა

ცხოვრება რისკის გარეშე წარმოუდგენელია. დაზღვევა ცალკეული რისკის მართვის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია წარმოქმნილი ფინანსური ზარალის შემცირება ან თავიდან აცილება.

დაზღვევის ხელშეკრულებით, დამზღვევი წინასწარ განსაზღვრული თანხის გადახდის  სანაცვლოდ (სადაზღვევო პრემია), გადასცემს შესაძლო ფინანსურ რისკს მზღვეველს.  შეთანხმებული გარემოების ხდომილების შემთხვევაში, მზღვეველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს დამზღვევს ფინანსური ზარალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული  ოდენობითა და პირობებით.

დაზღვევა შესაძლოა განხორციელდეს ნებაყოფლობითი და სავალდებულო ფორმით.

ნებაყოფლობითი დაზღვევა ხორციელდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობები, პირობები და განხორციელების წესი შეთანხმებულია მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულებით.

სავალდებულო დაზღვევა არის დაზღვევის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც დაზღვევის ობიექტი, სახეობები და განხორციელების წესი განისაზღვრება კანონმდებლობით.
სავალდებულო დაზღვევისას მზღვეველი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება დამზღვევთან კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით.