ხშირად დასმული კითხვები
იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად და რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია. მზღვეველების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე
პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება
პირი, რომლის სასარგებლოდაც არის დადებული დაზღვევის ხელშეკრულება. დამზღვევი და დაზღვეული ერთი და იგივე პირია, თუ დაზღვევის პოლისში სხვა რამ არ არის მითითებული;
პირი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება
სადაზღვევო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის სახელით
პირი, რომელიც მოიძიებს თქვენთვის სასურველ სადაზღვევო პირობებს, დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში და არის შუამავალი თქვენსა და მზღვეველს შორის ურთიერთობისას
ქონებრივი ან პირადი ინტერესი, რომლის დაზღვევაც ხორციელდება;
მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის ალბათობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა;
მოვლენა, რისთვისაც ხდება დაზღვევა და რომლის დადგომისას მზღვეველი დაზღვეულს აუნაზღაურებს დამდგარ ზიანს
თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც მზღვეველი კისრულობს ვალდებულებას გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევისათვის
მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი – მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების დადების შესახებ. სადაზღვევო პოლისში მითითებულია დაზღვევის კონკრეტული მონაცემები (დამზღვევი, დაზღვეული, სადაზღვევო თანხა, სადაზღვევო პრემია და სხვა.);
დაზღვევა ძალაში შედის სადაზღვევო პრემიის გადახდის დღის 24:00 - სთ-ზე
თანხა, რომელსაც დამზღვევი იხდის დაზღვევისათვის. სადაზღვევო პრემიის ოდენობა და გადახდის წესი მითითებულია სადაზღვევო პოლისში
მზღვეველი თავისუფალია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისაგან პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის გადახდამდე.
თუ გადაწყვეტთ, რომ აღარ გსურთ დაზღვევა, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობეთ ამის შესახებ მზღვეველს.
არ შეწყვიტოთ სადაზღვევო პრემიის გადახდა სადაზღვევო ორგანიზაციის გაფრთხილების გარეშე.
დაზღვევის პოლისით გათვალისწინებულ ვადაში პრემიის გადაუხდელობისას, მზღვეველი უფლებამოსილია მოშალოს დაზღვევის ხელშეკრულება წინასწარი შეტყობინების საფუძველზე.სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მნიშვნელოვანია იმოქმედოთ სადაზღვევო ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად. მაგალითად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს შეტყობინების კონკრეტულ ვადას ან/და ფორმას, რომლის დაუცველობის შემთხვევაში შესაძლოა მზღვეველმა არ აგინაზღაუროთ ზიანი.
თანხა, რომელსაც მზღვეველი უხდის დამზღვევს /დაზღვეულს/მოსარგებლეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად;
თანხის ის ოდენობა, რომელსაც მზღვეველი არ ანაზღაურებს;
- უპირობო ფრანშიზა - თანხა, რომელიც აკლდება ასანაზღაურებელ ოდენობას თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს. მზღვეველი არ გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას თუ ზიანი ფრანშიზის ოდენობაზე ნაკლებია;
- პირობითი ფრანშიზა - თანხა, რომლის ფარგლებშიც დამდგარი ზიანი თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს არ ანაზღაურდება, თუმცა, თუ ზიანმა გადააჭარბა პირობითი ფრანშიზის ოდენობას, მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას სრულად
იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებით პრეტენზიაზე მიღებულ პასუხს, არ მიგიღიათ პასუხი 30 დღის ვადაში ან ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები ირღვევა, უფლებამოსილი ბრძანდებით, განცხადებით მიმართო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს