საჯარო ინფორმაცია

მთავარი > საჯარო ინფორმაცია > რა სახის ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება არის შესაძლებელი საჯარო დაწესებულებიდან?
რა სახის ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება არის შესაძლებელი საჯარო დაწესებულებიდან?

საჯარო დაწესებულებიდან პირს აქვს ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის, ასევე ასლების მიღების უფლება ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად, გარდა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. ასევე დახურულია და არ გაიცემა აღმასრულებელი პრივილეგიით დაცული ინფორმაცია.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მინიჭებული აქვს ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების წესს დადგენის უფლებამოსილება.