16.04.2021
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გადაცემაში „დაზღვევის დრო“
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „დაზღვევის დრო“ მიიღო მონაწილეობა. დავით ონოფრიშვილმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა, როგორც ზედამხედველი ორგანოს ფუნქციებსა და მოვალეობებზე, ასევე სადაზღვევო ინდუსტრიის გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.