სიახლეები

მთავარი > სიახლეები
22.07.2019

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კომპანია „Axco“-ს საერთაშორისო დაზღვევის კონსულტანტს შეხვდა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი კომპანია „ Axco“-ს საერთაშორისო დაზღვევის კონსულტანტს ჯონ სტარკს შეხვდა.
 
“Axco” მსოფლიოს  სადაზღვევო ბაზრის შესახებ ანალიტიკური ინფორმაციის წამყვანი მიმწოდებელია, რომელსაც 50 წელზე მეტი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყნებისა და სადაზღვევო კომპანიების შესახებ ინფორმაციის შესწავლასა და გამოქვეყნებაში.
 
კომპანიის კონსულტანტები რეგულარულად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნებს, აგროვებენ ადგილობრივ სდაზღვევო ბაზარზე ინფორმაციას, ხვდებიან სადაზღვევო ბაზრის ყველა წარმომადგენელს. შემდგომში ხდება ამ ინფორმაციის დამუშავება და კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე და ასევე, ჟურნალში გამოქვეყნება.
 
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში შეხვედრაზე სტუმარი დაინტერესდა 2017 წლის ვიზიტის შემდგომ საზედამხედველო ორგანოში მომხდარი ცვლილებების თაობაზე, ასევე ინფორმცია მიიღო სამსახურის ძირითადი მიმართულებების და ამოცანების, ახალი კანონმდებლობის, სავალდებულო დაზღვევის კანონების და კანონქვემდებარე აქტების შესახებ.
 
კომპანია „ Axco“-ს საერთაშორისო დაზღვევის კონსულტანტი, საქართველოში ყოფნისას შეხვდა საქართველოს სადაზღვევო ბროკერებს, კომპანიებს და სადაზღვევო ასოციაციას.


IMG_1749.JPG IMG_1750.JPG