სიახლეები

მთავარი > სიახლეები
18.03.2023

მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სადაზღვევო სექტორის მიერ

მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიებმა მომხმარებლის უფლებების ცნობიერების ამღლების მიზნით, სხვადასხვა აქტივობები გამართეს. ჩატარდა შეხვედრები ცალკეულ ჯგუფებთან, მომზადდა და  გავრცელდა საინფორმაციო მასალა დაზღვევის თემაზე. მომხმარებლისთვის გაიმართა სპეციალური შეთავაზებების კვირეული.

ასევე, კვირეულის ფარგლებში, სოციალური ქსელების საშუალებით, გავრცელდა საინფორმაციო ვიდეო რგოლი დაზღვევის სფეროში მომხმარებლის ძირითადი უფლებების შესახებ.  

ვიდეო რგოლი მომზადებულია - ალდაგის, ალფას, არდის, ბბ დაზღვევის, გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას, გრინ დაზღვევა საქართველოს, ევროინს ჯორჯიას, თიბისი დაზღვევის, იმედი ელის, ირაოს, ნიუ ვიჟენის, პრაიმის, პსპ დაზღვევის, ტაოს, უნისონის, ქართუს, ჯიპიაი ჰოლდინგის, სადაზღვევო ორგანიზაციების მიერ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის და დაზღვევის მედიაციის სამსახურის ჩართულობით. 

იხილეთ ვიდეო:

https://www.myvideo.ge/v/4168865