საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კახეთში შეხვედრა გამართა
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი და სამსახურის წარმომადგენლები, დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულს კახეთის რეგიონში, გიორგი ალადაშვილს, მის მოადგილეებსა და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გააცნო გუბერნატორსა და მერებს სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, 2023 წლის საბოლოო შედეგები და სამსახურის ფუნქციები მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობასა და ამ კუთხით კახეთის რეგიონში არსებულ გამოწვევბზე.
დავით ონოფრიშვილმა და კახეთის რწმუნებულმა ისაუბრეს მომხმარებლის უფლებების ეფექტური დაცვის აუცილებლობაზე მომხმარებლის უფლებების თაობაზე მათი ინფორმირების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით დასახეს სამომავლოდ განსახორციელებლი ღონისძიებები.