სიახლეები

მთავარი > სიახლეები
11.07.2024

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

დღეს პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართაშეხვედრა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისპაატა კვიჟინაძის ხელმძღვანელობით შედგა.


დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმადავით ონოფრიშვილმასაბჭოს წევრებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ასევე, გააცნო საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 2024 წლის პირველი ხუთი თვის შედეგები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები.


შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.