დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის წლიური კონფერენცია კეიპტაუნში
2-6 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კეიპტაუნში მიმდინარე დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS-International Association of Insurance Supervisors) წლიური კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა 6 მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, დაზღვევის სფეროს/ფინანსური სექტორის სხვა და სხვა წარმომადგენლების ჩართულობით, ფართე დისკუსიების ფორმატში. დისკუსიის ძირითადი თემები იყო, დაზღვევის როლი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG -Sustainable Development Goals) მიღწევასა და მხარდაჭერაში.
ასოციაციის შემოთავაზებით, სამსახურის უფროსის მოადგილემ, ეკატერინე წერეთელმა, უხელმძღვანელა, როგორც წამყვანმა, დისკუსიას - არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულება და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები. აღნიშნულ განხილვებში, ასევე მონაწილეობდა საერთაშორისო ურთერთობების სამმართველოს უფროსი, ნათია ქვაჩახია.
დისკუსიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საკითხებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეუძლია შეასრულოს დაზღვევის სექტორმა ისეთი მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა, სოციალური უთანასწორობის შემცირება, ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა, ღირსეული სამუშაო, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა, სტიქიური მოვლენების რისკების შემცირება და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფა, ასევე, გლობალურად სადაზღვევო სისტემის როლი გლობალური მიზნების მიღწევაში. მხარეთა შორის გაზიარებულ იქნა გამოცდილებები ზემოხსენებული მიმართულებით, არსებული გამოწვევები და სამომავლო ხედვები, გატარებული და გასატარებელი ღონისძიებები და სამუშაოები, რჩევები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს და დაჩქარდეს კოორდინირებული მუშაობა გლობალური მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისთვის დადგენილ ვადებში (2030 წელი). დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი ხედვები/რჩევები/მიმართულებები ხელს შეუწყობს გლობალური გამოწვევების იდენტიფიცირებას და მათ დაძლევასა და მხარდაჭერას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ მიმართულებით ენიჭება ქონების და პასუხიმგებლობის სახის დაზღვევებს (სიცოცხლის გრძელვადიან დაზღვევასთან ერთად).
დისკუსია ხაზს უსვამს და ადასტურებს საქართველოს და სამსახურის აქტიურ საერთაშორისო ჩართულობას. აღსანიშნავია, რომ მოცემულ მიმართულებას ვრცლად ეხება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს განვითარების სტრატეგია-ხედვა 2030“, სადაც ხაზგასმულია სადაზღვევო ინსტრუმენტების როლი და მათი გავლენა გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში.