სიახლეები

მთავარი > სიახლეები
07.06.2024

დავით ონოფრიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში. პანელურ დისკუსიაში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან დავით ონოფრიშვილთან ერთად ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი გოგია მონაწილეობდნენ.

დისკუსიის მონაწილეებმა, საქართველოს ჯანდაცვის და სადაზღვევო სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. პანელურ დისკუსიაზე ხაზი გაესვა ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიც არის სადაზღვევო სექტორის რესურსები და შესაძლებლობები, გაჟღერებულ იქნა მნიშვნელოვანი მოსაზრებები, მათ შორის, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებთან ერთად პარალელური კერძო სადაზღვევო პაკეტების არსებობის თაობაზე, გარკვეულ მიზნობრივ ჯგუფებზე სადაზღვევო სერვისების კერძო კომპანიების მიერ განხორციელების შესაძლებლობა, დამსაქმებელთა მიერ დასაქმებულების სავალდებულო დაზღვევის საკითხი.

დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო სექტორში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაჟღებული საკითხების მიმართულებით სექტორთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

ღონისძიება ონლაინ მედია-პლატფორმა - Business Insider Georgia-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.