დავით ონოფრიშვილი წიგნის "შესავალი დაზღვევის სამართალში" პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ წიგნის პრეზენტაციაზე - „შესავალი დაზღვევის სამართალში“.
პრეზენტაციაზე აუდიტორიას წარედგინა ასოცირებული პროფესორის, ნატალია მოწონელიძის ავტორობით ახალგამოცემული ქართულენოვანი წიგნი.
ღონისძიებაზე სასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლემ საქართველოდან, პროფესორმა ლადო ჭანტურიამ, პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, სამართლის დოქტორმა თამარ ზარანდიამ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ თამარ ზამბახიძემ და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა.
ღონისძიებაზე თემატური მოხსენებები წარმოადგინა თითოეულმა გამომსვლელმა, ისაუბრეს დაზღვევის სექტორის მნიშვნელობაზე და წინ წამოწიეს მისი, როგორც სამართლის დარგის, ასევე ეკონომიკური მნიშვნელობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ დაზღვევის სფერო საქართველოში საჭიროებს სათანადო ხელშეწყობასა და განვითარებას.
სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა ისაუბრა დაზღვევის სექტორისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინსტიტუციურ მნიშვნელობაზე. ასევე, განმარტა ფინანსური განათლების საერთაშორისო მასშტაბით განვითარების თაობაზე და მსმენელებს მიაწოდა ინფორმაცია, ამ მხრივ, საქართველოში არსებულ სიახლეებსა და ტენდენციებზე. ბოლოს, შეეხო პრეზენტაციაზე წარმოდგენილი წიგნის შინაარსობრივ მხარეს და დასძინა, რომ ის უდავოდ მაღალი ღირებულების მატარებელია, როგორც ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის, ისე უშუალოდ დაზღვევის სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსებისთვისა და დაზღვევის დავების განმხილველი მოსამართლეებისთვის.