ჩვენ შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაზღვევო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვა. სამსახურში ფუნქციონირებს მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველო, რომლის ამოცანაა დაზღვევის სფეროში სამომხმარებლო ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემური მონიტორინგი.
დაზღვევის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, სამსახურმა პირველ ეტაპზე (2016 წელი), გამოსცა რეკომენდაცია “მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინიმალური სტანდარტების შესახებ”.
დაზღვევის სფეროში საბაზრო დისციპლინის განმტკიცების, სამომხმარებლო ბაზრის ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდის და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, 2017 წელს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა "მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქცია"
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების სამმართველო, ზედამხედველობას უწევს “მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის“ შესრულებას.
სამსახური არ არის უფლებამოსილი შეასრულოს არბიტრაჟის ან სასამართლოს ფუნქცია, გადაწყვიტოს სახელშეკრულებო დავა მზღვეველსა და დაინტერესებულ პირს შორის ან უზრუნველყოს მომხმარებლები სამართლებრივი რჩევით.
დაინტერესებული პირების მიერ ინფორმაციის მარტივად და ოპერატიულად მისაღებად, სამსახურის ვებ-გვერდზე მოცემულია მომხმარებლის გვერდი, რომელშიც განთავსებულია ინფორმაცია დაზღვევის, მომხმარებელთა უფლებების, მზღვეველის ვალდებულებების შესახებ და სხვა. ვებ-გვერდზე ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია მზღვეველების, დაზღვევის შუამავლების, სტატისტიკური მონაცემების შესახებ.