სიახლეები

მთავარი > სიახლეები
15.03.2026

მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული ბათუმში

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ბათუმში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ. საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კალანდაძემ და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ. ღონისძიებას ესწრებოდა ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე. 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თავის გამოსვლაში საზოგადოებას გააცნო დაზღვევის სფეროში მომხმარებლის ძირითადი უფლებები და ამ მიმართულებით არსებული სიახლეები.

გარდა ამისა, პანელური დისკუსიის ფორმატში, სამსახურის წარმომადგენელმა მანონი ციხელაშვილმა ისაუბრა თემაზე - “მომხმარებლის უფლებების დაცვა აღსრულების მექანიზმები და დანერგილი სტანდარტები”. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება.