15.05.2026
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მოსწავლეებს შეხვდნენ
დაზღვევის დღის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები თბილისში, №70 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნინო ნიავაძემ. ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელმა მანონი ციხელაშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა, სპეციალურად მათთვის მომზადებული საინფორმაციო პრეზენტაცია.
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
შეხვედრის მიზანი ადრეული ასაკიდან დაზღვევის კულტურის ჩამოყალიბება და მოსწავლეებში ამ სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
