სიახლეები

მთავარი > სიახლეები
19.06.2020

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეპორტაჟში სადაზღვევო კომპანიების მიერ სავალდებულო დაზღვევის წესის აღსრულების თაობაზე განმარტება გაკეთდა

„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე მასშტაბური ხანძრით მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით. რეპორტაჟში განმარტებები გაკეთდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სადაზღვევო კომპანიის მიერ. როგორც სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ნიავაძემ განაცხადა, მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ მთავრობის დადგენილება სადაზღვევო კომპანიების მიერ პირნათლად სრულდება.  
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის ძირითად გამოშვებაში გასულ სიუჟეტში საუბარია სადაზღვევო კომპანიების მიერ მოვაჭრეთა ზარალის ანაზღაურების საკითხზე. რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ სავაჭრო ობიექტების დაზღვევის ვალდებულების შესახებ დადგენილება 2018 წელს ამოქმედდა.

იხილეთ ბმული