26.09.2020
სადაზღვევო კოპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზრდა გადავადდა - დავით ონოფრიშვილი სტუმრად „ბიზნესპარტნიორში“
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით, სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდა ერთი წლით გადავადდა. ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებიდან გახდა ცნობილი. ამ და სხვა აქტუალურ თემებზე დავით ონოფრიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში ისაუბრა.