სიახლეები

მთავარი > სიახლეები
01.04.2021

რეკომენდაცია „სამოგზაურო დაზღვევის სახეობაში მზღვეველის ან/და დაზღვევის შუამავლის მიერ მომხმარებლის ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ“

2021 წლის 01 აპრილს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა რეკომენდაცია „სამოგზაურო დაზღვევის სახეობაში მზღვეველის ან/და დაზღვევის შუამავლის მიერ მომხმარებლის ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ“.  

დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება სამსახურის ფუნქციებსა და მიზნებს შორის  უმთავრსია. მომხმარებელთა მომართვიანობის შედეგად მზღვეველების მხრიდან გამოვლინდა მომხმარებლების მიმართ ასაკობრივი ნიშნით სტერეოტიპული განწყობები, რაც  ადამიანებს უზღუდავს საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობას. სწორედ ამგვარი პრეტენზიებისა და განცხადებების საფუძველზე გამოვლენილმა პრობლემებმა განაპირობა სამსახურის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სამოგზაურო დაზღვევის ურთიერთობებისთვის, ლიცენზირებული მზღვეველების და დაზღვევის შუამალების მიმართ რეკომენდაციის გამოცემა (რეკომენდაცია). 

რეკომენდაციის მიზანია სამოგზაურო დაზღვევის სახეობაში მზღვეველის ან/და დაზღვევის შუამავლის მიერ მომხმარებლის ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების პრევენცია, დისკრიმინაციული მოპყრობის არსებობისას მისი აღმოფხვრის უზრუნველყოფა და ამ გზით ყველა მომხმარებლისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფალი მიმოსვლის ძირითადი უფლების რეალიზების ხელშეწყობა.