დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS - International Association of Insurance Supervisors) შეფასებისა და იმპლემენტაციის კომიტეტის (IAC - Assessment and Implementation Committee) შეხვედრა
23 თებერვალს, გაიმართა დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS - International Association of Insurance Supervisors) შეფასებისა და იმპლემენტაციის კომიტეტის (IAC - Assessment and Implementation Committee) შეხვედრა, რომელიც პანდემიიდან გამოწვეული სირთულეებიდან გამომდინარე ჩატარდა დისტანციურად, ონლიან რეჟიმში.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სამსახურის უფროსმა, ბატონმა დავით ონოფრიშვილმა, ვინაიდან ასოციაციის წევრობის ფარგლებში, 2019 წლიდან, იგი არის კომიტეტის წევრი და აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობს სამსახურის სახელით.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის შეხვედრებზე დასწრება და მასში მონაწილეობა მისი წევრებისთვის სავალდებულოა.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ რეკომენდაციების მიღება და მაკროპრუდენციული ზედამხედველობის შესახებ დოკუმენტის განხილვა და დამტკიცება. ასევე, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში დამტკიცდა ჰოლისტიკური სისტემის დანერგვისათვის საწყისი შეფასების შემაჯამებელი ანგარიში.
შეხვედრაზე ასევე, განხილულ იქნა ის კითხვარები, რომლის მიხედვითაც უნდა შეფასდეს ასოციაციის წევრი ქვეყნების იურისდიქციების ზედამხედველობა.
შეგახსენებთ, რომ ასოციაცია წარმოადგენს დაზღვევის საზედამხედველო სტანდარტების დანერგვის ორგანოს (დაზღვევის ძირითადი პრინციპები (ICPs)), რომელთანაც საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველოს სადაზღვევო სისტემა/კანონმდებლობა ეტაპობრივად უნდა მოვიდეს შესაბამისობაში.