სიახლეები

მთავარი > სიახლეები
09.07.2020

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი საფინანსო-საბიუჯეტო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საკანონმდებლო ორგანოში „ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმიდან ფინანსურ მომსახურებასთან, დაბეგვრასთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ გაერთიანებულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა ანგარიშები მოისმინეს.
მომხსენებელთა შორის იყო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. დავით ონოფრიშვილმა დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია სამსახურის მიერ ევროდირექტივებთან ჰარმონიზაციის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ. მომხსენებელებმა უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებსაც.
ორივე კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს მოსმენილი ანგარიშების ცნობად მიღების საკითხს.

იხილეთ ბმული

photo.jpg