XPRIMM-ის ინიციატივით გამართულ ონლაინ შეხვედრაში დავით ონოფრიშვილმა მიიღო მონაწილეობა
საერთაშორისო მედია სააგენტო და საჯარო ურთიერთობების ორგანიზაციის (XPRIMM) ინიციატივით 30 სექტემბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის, დევი ხეჩინაშვილის, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის და სადაზღვევო კომპანია „არდის“ აღმსარულებელი დირექტორის, მიხეილ ჯაფარიძის ჩართულობით.
საერთაშორისო მედია სააგენტო და საჯარო ურთიერთობების ორგანიზაციის (XPRIMM) ინიციატივით 30 სექტემბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის, დევი ხეჩინაშვილის, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის და სადაზღვევო კომპანია „არდის“ აღმსარულებელი დირექტორის, მიხეილ ჯაფარიძის ჩართულობით. დისტანციურ შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალი Covid-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეები, კრიზისის დაძლევის მიმართულებით სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებები და მექანიზმები. დისკუსიაზე ასევე განიხილეს, მოცემული რეალობის გათვალისწინებით, ბაზრის შემდგომი პერიოდის განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრაზე სამსახურის ხელმძღვანელმა წარადგინა 2020 წლის 8 თვის შედარებითი ანალიზი, 2019 წლის 8 თვესთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული რყევები საქართველში სადაზღვევო ინდუსტრიაზე ნაკლებად აისახა, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებში მოხდა.
მიუხედვად არსებული მოცემულობისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მსოფლიოში ახალი Covid-19 ვირუსის გავრცელებამ სრულიად სხვა რეალობის და არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა ქართული სადაზღვევო ინდუსტრია, კერძოდ, საერთაშორისო მიმოსვლების შეზღუდვის გამო, შეუძლებელი გახდა ტურიზმთან დაკავშირებული სადაზღვევო პროდუქტების (მაგ. სამოგზაურო დაზღვევა, საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა და ა.შ.) გაყიდვა, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავების ფონზე, შეინიშნება მოზიდული სადაზღვევო პრემიების შემცირების ტენდენცია, ასევე აღინიშნა, რომ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა.
ონლაინ შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებები, განსაკუთრებით, სადაზღვევო კომპანიების კაპიტალის ზრდის საბოლოო ეტაპით გათვალისწინებული ვადის ერთი წლით გადავადება (4,2 მლნ. ლარიდან 7,2 მლნ. ლარამდე), რადგან კაპიტალის ზრდა მძიმე ტვირთად დააწვებოდა სადაზღვევო ინდუსტრიას.