სიახლეები

,,ციფრული მომავალი და სადაზღვევო სექტორი“ - პრეზენტაცია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში

19.07.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში სადაზღვევო სექტორის დიგიტალიზაციის  პროცესში არსებული გამოწვევებისა და ინოვაციური საზედამხედველო მიდგომების შემუშავების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  

იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველომ სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა პრეზენტაცია - ,,ციფრული მომავალი და სადაზღვევო სექტორი“.  პრეზენტაციის ფარგლებში აქცენტები გაკეთდა: სადაზღვევო სექტორის დიგიტალიზაციის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და ტენდენციებზე, ახალი საზედამხედველო მიდგომებისა და ჩარჩოს შემუშავების აუცილებლობაზე; მონაცემთა ელექტრონული მიმოცვლის რეგლამენტირების მყარი სამართლებრივი საფუძვლის შექმნის,  მიწოდების ჯაჭვის მართვაში არსებული ინოვაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების კიბერუსაფრთხოების და ე.წ. „სუპტეკის“ (საზედამხედველო ორგანოების მიერ ზედამხედველობის განხორციელება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით) მიმართულებით განსახორციელებელ კონკრეტულ ღონისძიებებზე.

სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სადაზღვევო სექტორის ციფრულ ეპოქაში გადასვლა განუყოფლად არის დაკავშირებული ზედამხედველობის გაციფრულებასთან, ხოლო პროცესის დაბალანსებულად წარმართვის მიზნით, პირველ რიგში, აუცილებელია მოქმედი IT სისტემების შესწავლა, არსებული რეალობისა და მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ახალი საზედამხედველო სტრატეგიის შემუშავება, თანამედროვე ფინანსური IT ტექნოლოგიების დანერგვა და პარალელურად, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.

მნიშვნელოვანი რეფორმის დასაწყისად მიჩნეულა მიმდინარე წლის დარჩენილი პერიოდი, რისთვისაც ამ პროცესში ჩართული სამსახურის ყველა სტრუქტურული ერთეული წარადგენს შესაბამის წინადადებებს.

IMG_1691.JPG IMG_1697.JPG
 
 
Latest news