სიახლეები

შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან

13.08.2019
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს დავით ონოფრიშვილს და სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა კერძო სექტორის ხედვები მოისმინა, როგორც ჯანდაცვის, ისე შრომის უსაფრთხოების - უბედური შემთხვევების დაზღვევის მიმართულებით.

საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის განვითარების პერსპექტივებსა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს. მხარეებმა იმსჯელეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებსა და გამოწვევებზე. ასევე განიხილეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განვითარების მიმართულებები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსაც, რომელიც ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კიდევ უფრო გაღრმავდება.

thumb.jpg thumb1.jpg
 
Latest news