სიახლეები

შეხვედრა მსოფლიო ბანკის ექსპერტ ევგენი გურენკოსთან

01.10.2015


საქართველოს დაზღვევის ზედამხედვლობის სამსახურში გაიმართა შეხვედრა მსოფლიო ბანკის ექსპერტ ევგენი გურენკოსთან, რომელსაც ესწრებოდნენ სადაზღვევო კომპანიების, სადაზღვევო ასოციაციის, ეკონომიკის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, ეკონომიკური საბჭოს და აქტუართა ასოციაციის წევრები. შეხვედრაზე განხილვის თემა იყო: კატასტროფული რისკების მართვის მექანიზმები და მისი მუშაობის  სქემა სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში.
ამ საკითხს განსაკუთრებული აქტუალურობა შესძინა ივნისის სტიქიურმა მოვლენამ. მსოფლიო ბანკს გააჩნია გამოცდილება მსაგვსი რისკების მართვისა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.
სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოდელი მსოფლიო ბანკის ექსპერტების მოსაზრებით არის ნოვაციური და ახალი სქემა მუშაობს მეტ–ნაკლებად ერთგვაროვანი განვითარების დონის მქონე ქვეყნებში ( მაგ. ალბანეთი, სერბეთი, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია), სადაც დაზღვევის კულტურა შედარებით დაბალია, ბუნებრივი კატასტროფების ალბათობა კი მაღალი. მოდელში ჩართულია სპეციალურად ამ მიზნებისთვის შექმნილი შვეიცარული გადამზღვეველი კომპანია, ხოლო ამ სისტემაში ქვეყნების ფინანსურ მონაწილეობას უზრუნველყოფს მსოფლიო ბანკი და შესაბამისი დონორი ორგანიზაციები. არსებობს ტექნიკურად გამართული სქემები სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი კატასტროფების სახეობების მიხედვით, რომლითაც მუშაობს მოცემული სისტემა, ძირითადი აქცენტი კეთდება მიწისძვრის, წყალდიდობის  და სოფლის მეურნეობის ზარალებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რიგ ქვეყნებში, რომლებიც მოცემული სქემის წევრები არიან, მიზანშეწონილია საკითხის გამყარება სავალდებულო დაზღვევის შემოღების საშუალებით. (სატარიფო პოლიტიკა დამოკიდებულია ქვეყნებზე და რისკების სახეობებზე).
შეხვედრა ატარებდა სარეკომენდაციო ხასიათს,  წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ამ სისტემის დანერგვის გზაზე, ხოლო მთავარი გზავნილია, რომ მსგავსი მაშტაბის რისკების მართვისას სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელად დაინერგოს მწყობრი დასაბუთებული მიდგომა, რომელიც რათქმაუნდა გაითვალისწინებს არსებულ რეალობას.
 
Latest news