სიახლეები

შეხვედრა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან

28.09.2015

დღეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, სადაც განხილული და მიწოდებულ იქნა რეკომენდაციები, კერძოდ:
– სადაზღვევო კომპანიებისთვის გადახდისუნარიანობის მარჟის დაწესება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ექსპერტების მიერ მოწოდებული იქნა რეკომენდაციები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, რასაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური  უახლოეს მომავალში განიხილავს და  ხსენებული რეკომენდაციების გათვალისწინებით  შემუშავებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე მიღებულ იქნება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.
  • სამუშაო შეხდვედრისას ასევე განხილულ იქნა სადაზღვევო კომპანიებისთვის  მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების სრულყოფის საკითხები, მისი ოდენობის გაზრდა ევროპული სტანდარტების მიხედვით დადგენილი წინასწარ გაწერილი გრაფიკის შესაბამისად.
–CMTPL (სატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მესამე მხარისადმი პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა) კანონის შემუშავება და მისი დანერგვა.
 
Latest news