სიახლეები

შეხვედრა მაკედონიის დაზღვევის სააგენტოს პრეზიდენტთან

18.04.2017
დღეს საქართველოს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში გაიმართა შეხვედრა, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს კონსტანტინე სულამანიძეს და მაკედონიის დაზღვევის სააგენტოს ექსპერტთა საბჭოს პრეზიდენტ კლიმე პოპოსკის შორის.
შეხვედრა გაცნობითი სახის იყო. ორმხრივად მოხდა რეკომენდაციების გაცვლა, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის წლების დაგროვილ გამოცდილებას, გატარებულ რეფორმებს. ასევე თუ როგორ უნდა განვითარდეს სადაზღვევო ინდუსტრია და როგორ უნდა მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. რამდენად მნიშვნელოვანია სადაზღვევო კულტურის ამაღლება და ცნობიერების გაზრდა მოსახლეობაში და მათი პრაქტიკაში განხორციელება.
 ორი ქვეყნის დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს შორის მოხდა შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

IMG_032.JPG

 
 
Latest news