სიახლეები

შეხვედრა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან

27.05.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს იური დოლიძეს შეხვდა.

მხარეებმა სადაზღვევო სექტორში ჩართული აუდიტორული კომპანიების საქმიანობაში დღეს არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრაზე სამომავლო საქმიანობის ერთობლივი გეგმა ჩამოაყალიბეს და თანამშრომლობის გზებზე შეთანხმდნენ.  
იმსჯელეს, ერთობლივად როგორ მომზადდეს სადაზღვევო ბაზარი ანგარიშგებისა და აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში მოსალოდნელი ცვლილებებისთვის.  

შეხვედრას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, აუდიტის და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი თორნიკე ძაგნიძე და აზიის განვითარების ბანკის პროექტის ფარგლებში, ხარისხის უზრუნველყოფის კონსულტანტი ანზორ მჟავანაძე დაესწრნენ.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, შეხვედრაზე იმყოფებოდა ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ედვარდ ვახტანგიშვილი.

IMG_1328.JPG 
 
Latest news