სიახლეები

ფინანსური განათლების ახალი პლატფორმა - ჩემი ფინანსური მეგზური

14.09.2020
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, როგორც ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრი, ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოში ფინანსური განათლებისა და დაზღვევის სფეროში ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობას.
სამსახური აქტიურად იყო ჩართული პირველ ქართულ საგანმანათლებლო ვებ-პორტალზე დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების განთავსებაში.
ვებ-პორტალი Finedu ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა და სრულად ეძღვნება ფინანსურ განათლებას. იგი მიზნად ისახავს, გახდეს ფინანსური პროდუქტების თითოეული მომხმარებლის ცხოვრებაში სანდო და კომპეტენტური მეგზური. შესაბამისად, პორტალზე თავმოყრილია ინფორმაცია სხვადასხვა ფინანსური პროდუქტისა და ფინანსური მომხმარებლის უფლებების შესახებ.

 
 
Latest news