სიახლეები

უცხოელმა ექსპერტებმა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისთვის სემინარი გამართეს.

18.12.2019
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში თანამშრომლებისთვის სადაზღვევო სფეროს აქტუალურ საკითხებზე სემინარი ჩატარდა. საქმიანი შეხვედრა უცხოელმა ექსპერტებმა, პროფესორმა კლიმ პოპოსკიმ, რომელიც წლების მანძილზე ზედამხედველობდა ჩრდილოეთ მაკედონიის დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს და სლოვაკეთის ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა, სამართლის დოქტორმა მატუშ მედვეცმა გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები და ხელმძღვანელი პირები, მათ შორის დავით ონოფრიშვილი
შეხვედრაზე საზედამხედველო თანამედროვე რეჟიმზე და მასთან დაკავშირებული საკითხებზე, ფინანსურ სექტორში ახალ ერასა და ავტომობილის მფლობელთა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ იმსჯელეს.
სიცოცხლის დაზღვევის თემებთან დაკავშირებით ასევე, განიხილეს გამოცდილი ქვეყნების პრაკტიკა, კერძოდ კი, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის სადაზღვევო სექტორი და ამ ქვეყნების პრაქტიკული მაგალითები ევროინტეგრაციის გზაზე. მსგავსი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება სამსახურისთვის, საქართველოს ევროინტეგრაციის ვალდებულებების შესრულების გზაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.

79794715_1250606968662254_1504268551182090240_n-(1)-640x480.jpg 79832061_1041204806211399_4897168178150375424_n-(1)-640x480.jpg
 
Latest news