სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

10.05.2019
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, დავით ონოფრიშვილთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საფინანსო სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა საფინანსო სექტორში სადაზღვევო მიმართულებით კონკურენციის უზრუნველყოფის ხელშეწყობაზეც. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია სადაზღვევო პროდუქტებთან მიმართებით, როგორც სადაზღვევო კომპანიების, ასევე, საფინანსო სექტორის სხვა მოთამაშეების, მათ შორის, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საოპერაციო პრაქტიკის შესახებ.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მომხმარებელთა ინფორმირებულობის ხელშემწყობი ღონისძიებები გათვალისწინებული იქნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესატან ცვლილებებში, რომელთა ამოქმედებასაც ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში გეგმავს. ამასთან, მხარეები გეგმავენ საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრების გამართვას.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ბანკისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უწყებათა წარმომადგენლები, იურიდიული, საზედამხედველო და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებებიდან.

insurance_1.png insurance_2.png
 
Latest news