სიახლეები

საქსტატის სიგელი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის

25.07.2019
დღეს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქსტატმა გამოავლინა ის პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც წლების მანძილზე თანამშრომლობენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან.

შერჩეულ უწყებებს შორის არის სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა.
საქსტატი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს მადლობას უხდის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად, თქვენს ორგანიზაციას გადაეცემა სპეციალური სიგელი,“ - აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის გამოგზავნილ წერილში.

 
Latest news