სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის იმპლემენტაციისა და შეფასების კომიტეტის წევრად აირჩიეს

13.11.2019

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 13 ნოემბერს გამართულ დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის იმპლემენტაციისა და შეფასების კომიტეტის სხდომის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ოფიციალურად მიიღეს აღნიშნული კომიტეტის წევრად, რაც უპრეცედენტოა ამ ორგანიზაციის წევრობის ისტორიის მანძილზე. კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი.
კომიტეტის წევრობა ხელს შეუწყობს საქართველოს სადაზღვევო სისტემის საერთაშორისო მიმართულებით ინტეგრაციას, მსოფლიო მოწინავე ტენდენციების გაცნობა-დანერგვას, ცნობადობის გაზრდას და ჩართულობის გაძლიერებას, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
ასოციაცია, როგორც მსოფლიო მასშტაბით დაზღვევის მიმართულების უმსხვილესი კოორდინატორი და სტანდარტების დამდგენი, ყოველწლიურად მართავს წლიურ კონფერენციას, სადაც ხდება წლის შედეგების შეჯამება და საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარება დაზღვევის ახალი გამოწვევების კუთხით.
დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის წევრობიდან გამომდინარე, სამსახური იღებს მონაწილეობა IAIS-ის რიგით 26-ე წლიურ კონფერენციაში, აბუ-დაბიში.
კონფერენცია სადაზღვევო სფეროში წამყვანი ფორუმია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც IAIS წევრი დაზღვევის ზედამხედველები/მარეგულირებელი ორგანიზაციები, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
95832bbc-866d-4df3-9b33-f3e6f7aebf50-640x480.JPG 84bbb5b6-116e-418a-a2f2-d136bbde0586-640x480.JPG
 
 
Latest news