სიახლეები

საქართველოში სადაზღვევო სფეროში მსოფლიო ბანკის საქართველოს ტექნიკური მხარდაჭერის მისია პარლამენტში

17.09.2019
საქართველოში სადაზღვევო სფეროში მსოფლიო ბანკის საქართველოს ტექნიკური მხარდაჭერის მისია საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა. მისიის წევრებმა შეხვედრა გამართეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, რომელსაც თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, კომიტეტის წევრები - ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი დაესწრნენ. შეხვედრაზე ასევე, იმყოფებოდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი.

მსოფლიო ბანკის მისიას წარმოადგენდნენ: მისიის ხელმძღვანელი, ფინანსური სექტორის წამყვანი სპეციალისტი იუჯინ გურენკო, დაზღვევის ექსპერტი მარინა ლემიჩ სარამადიჩი, ფინანსური სექტორის უფროსი სპეციალისტი ნადიმ კერმალი და სადაზღვევო კონსულტანტი ირინა სიხარულიძე.

დეპუტატების ინფორმაციით, კომიტეტი მუშაობს „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტზე.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე სტუმრებს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მათ მოიწონეს.

პარლამენტი1.png პარლამენტი.png
 
Latest news