სიახლეები

„საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ დაწყებულიყო ტექისნპექტირება“ - დავით ონოფრიშვილი

15.08.2019
ავტომობილების ტექინსპექტირების რეფორმის შესახებ სასტუმრო „მუზეუმში“ ღონისძიება გაიმართა, სადაც მიმდინარე რეფორმა შეაფასეს და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრას საქართველოს დაზღვევის სახელწმიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დაესწრო. როგორც ღონისძიების შემდეგ დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონის ამოქმედება, ავტომობილების ტექინსპექტირების რეფორმის გარეშე ვერ განხორციელდება.

„საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შეუძლებელი იქნებოდა, საქართველოში რომ არ დაწყებულიყო ტესტირება. ეს უკვე რეალურად იძლევა საშუალებას, რომ ვიმედოვნებ, პარლამენტი მიიღებს წელს ამ კანონს, შემდგომში კი, უკვე მომავალი წლიდან, მოხდეს ავტომობილების მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა, როგორც ეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია,“ - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

როგორც ცნობილია, კანონპროექტი დაზღვევის სახელწმიფო ზედამხედველობის სამსახურისმიერ უკვე შეტანილია პარლმენტში, განსახილველად.

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების პრეზიდენტის დავით მესხიშვილის თქმით, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაწევრიანებულიყო მსოფლიოში ავტორიტეტულ ორგანიზაციაში CITA, რომელიც ინსპექტირების სფეროში საქმიანობს. CITA-ს მიზანია, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის შემცირება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

იხილეთ ბმული
 
 
Latest news