სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის რეკომენდაცია

25.03.2020
საქართველოს მთავრობის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შემცირების მიზნით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2020 წლის 23 მარტიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

COVID 19-თან დაკავშირებული გამოწვევების ეფექტური დაძლევა ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობითა და თანამშრომლობით არის შესაძლებელი.
ამ რთულ ვითარებაში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2020 წლის 25 მარტს გაცემულ იქნა რეკომენდაცია, რომელიც მიმდინარე პერიოდში სადაზღვევო სექტორს დაეხმარება ეფექტურად გაუმკლავდეს გამოწვევვებს, იმოქმედოს მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით და ამავდროულად მიეცეს შესაძლებლობა შეინარჩუნოს ფინანსური მდგრადობა გრძლევადიან პერსპექტივაში.

სამსახური მუდმივ კონტაქტში იმყოფება მზღვეველებთან და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს როგორც მათ, ისე თითოეული დაზღვეულის საჭიროებებს და ინტერესებს. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, რომ სადაზღვევო სექტორის საქმიანობა იყოს უსაფრთხო, როგორც მათი თანამშრომლებისათვის, ისე მომხმარებლებისათვის.
აქვე მოვუწოდებთ მოსახლეობას, იმისათვის, რომ ქვეყანამ ეფექტურად შეძლოს ვირუსთან გამკლავება, მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური საკომუნიკაციო სერვისებით.

#დარჩისახლში

 
 
Latest news