სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში ესპანელმა ექსპერტებმა ქართული სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

07.02.2020
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (TWINNING - Capacity building of Insurance State Supervision Service of Georgia – Solvency II) ფარგლებში, ესპანეთის სამეფოს დაზღვევისა და საპენსიო ფონდების (DGSFP) წარმომადგენლებმა, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში სადაზღვევო კომპანიების პირველ პირებთან შეხვედრა გამართეს.
 
ესპანეთის საზედამხედველო ორგანოს დაზღვევის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგულაციების საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე ფრანცისკო კარასკო ბაჰამონდე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ხავიერ კასტილიო გარსია პრეზენტაციებით წარსდგნენ და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს გადახდისუნარიანობა II-ის (Solvency II) მთავარი ასპექტები გააცნეს, შეხვედრაზე მიმოიხილეს მისი სამივე ეტაპი და გადახდისუნარიანობა I-დან II-ზე გარდამავალი პროცესის მთავარი გამოწვევები.
ესპანელმა ექსპერტებმა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც სხვა აქტივობებთან ერთად, კონკრეტული საკითხების უფრო სიღრმისეულად გაცნობის მიზნით, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების გამართვას მოიცავს.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის მზაობა ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სექტორში ცოდნის გაღრმავებას და დაგეგმილი ცვლილებების ეფექტიან განხორციელებას მოემსახურება.

 
 
IMG_2465-640x480.JPG IMG_2481-640x480.JPG
IMG_2472-640x480.JPG IMG_2509-640x480.JPG
Latest news