სიახლეები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში ესპანეთის სამეფოს დაზღვევისა და საპენსიო ფონდების წარმომადგენლები იმყოფებიან

04.02.2020
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ესპანეთის სამეფოს დაზღვევისა და საპენსიო ფონდების (DGSFP)  საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგულაციების საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე ფრანცისკო კარასკო ბაჰამონდე და საერთაშორისო ურთერთობების დეპარტამენტის უფროსი ხავიერ კასტილიო გარსია სტუმრობენ.
ვიზიტი საქართველოს და ესპანეთის სამეფოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურებს შორის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის  (TWINNING - Capacity building of Insurance State Supervision Service of Georgia– Solvency II) ფარგლებში ხორციელდება.
მოკლევადიანი ექსპერტები ერთი კვირის განმავლობაში სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს გამართავენ თემაზე - „მარეგულირებლისა და ზედამხედველის როლი და მისი  ანალიზი გადახდისუნარიანობა II -ის პირობებში“. შეხვედრები ამ მიმართულებით თანამშრომლებისთვის ცოდნის გაღრმავებას ემსახურება, რაც მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პროცესში  სამომავლო ცვლილებების გატარების მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სადაზღვევო კომპანიების პირველ პირებთან შეხვედრა გადახდისუნარიანობა II-ის (Solvency II) სამივე ეტაპის განხილვის, გადახდისუნარიანობა I-დან II-ზე გარდამავალი პროცესის, გადახდისუნარიანობა II თან დაკავშირებული საზედამხედველო პროცესის განხილვის მიზნით.

IMG_2458-640x480.JPG IMG_2463-640x480.JPG IMG_2448-640x480.JPG  
 
Latest news